The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან ენუქიძე

რუსუდან ენუქიძე
Date of birth:23 June, 1933
Date of death:2 November, 2022  (at 89 years)
Category:Scientist, Dancer, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1951 წელს.

1981-1984 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის მაძიებელია, 1992-2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის კათედრის გამგე; 2006-2009 წლებში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა შემდეგ სალექციო კურსებს: შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში, ტექსტის ლინგვისტიკა, ინგლისური ენის სტილისტიკა; 2010 წლიდან იყო ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ემერიტუს პროფესორი. როგორც მოცეკვავის დებიუტი შედგა 1956 წელს მსოფლიო სტუდენტთა და ახალგაზრდობის მოსკოვის ფესტივალზე, სადაც ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული "ქართული სიუიტა" შეასრულა, ამის შემდეგ იგი მოცეკვავედ მიიწვიეს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ კადემიურ ანსამბლში, ცეკვავდა: "ფარცაში", "სამაიაში", "აჭარულ სიუიტაში", "დავლურში", "ოსურში"; 1964 წელს ანსამბლის დატოვების შემდეგ იგი ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე. ფილოსოფოს გურამ თევზაძის მეუღლე და სოციოლოგ გიგი თევზაძის დედა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხატვრული ქრონოტოპი და მისი ლინგვისტური ორგანიზაცია", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროფესიულობა", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. III.–თბ., 2014.–გვ.17; მეცნიერი ქალები: geowomen.wordpress.comქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.,.- გვ.201; რუსუდან ენუქიძე : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.- თბილისი, 2022.-2 ნოემბერი.-N169 (9507).- გვ.11; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

Member of Organizations

  • ამერიკის ლინგვისტური საზოგადოება (LSA), წევრი

Awards and Honors

  • 2010 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1963 - საქართველოს დამსახურებული არტისტი (ქართული ხალხური ცეკვა)

Bibliography


Share: