The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ანდღულაძე

ნოდარ ანდღულაძე
Date of birth:13 December, 1927
Date of death:30 January, 2013  (at 85 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Artist, Scientist, Singer, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (დ. ანდღულაძის კლასი) 1963 წელს.

1956 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიური ენების კათედრის პედაგოგად 1953-1959 წლებში; 1958 წელს გახდა მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი; 1961-1962 წლებში პერსპექტიული ვოკალისტი მიავლინეს სტაჟიორად მილანის საოპერო თეატრ ლა სკალაში (პედაგოგი ჯ. ბარა-კარაჩოლო); მან შექმნა შესანიშნავი მუსიკალური სახეები როგორც ქართველ, ასევე რუს და უცხოელ კომპოზიტორთა ოპერებში; 1974 წლიდან  სოლო სიმღერის კათედრის გამგეა; 1981 წლიდან  პროფესორი; მას შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები: აბესალომი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), მალხაზი ("დაისი"), ტარიელი (მ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), მინდია (ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), არზაყანი ("მთვარის მოტაცება"), გერმანი (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), რადამესი (ჯ. ვერდის "აიდა"), მანრიკო ("ტრუბადური"), ჰერცოგი ("რიგოლეტო"), ოტელო ("ოტელო"), ედგარი (გ. დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური "), კანიო (რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები"), ტურიდუ (პ. მასკანის "სოფლის პატიოსნება"), ლოენგრინი (ვ. რ. ვაგნერის "ლოენგრინი"), ჰეროდე (რ. შტრაუსის "სალომე"); 1960 წლიდან ნ. ანდღულაძის სოლო კონცერტები მოეწყო მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კიევში, იჟევსკში და სხვა ქალაქებში, ხოლო გასტროლები - რუსეთში, უკრაინაში, ესტონეთში, თურქეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, იუგოსლავიაში, პოლონეთში, გერმანიაში, კანადაში, იტალიასა და სხვა ქვეყნების დედაქალაქებსა და მნიშვნელოვან ქალაქებში; 1983 წელს ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა დონიცეტის ოპერა "ლუჩია და ლამერმური". იგი ასევე იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს; ავტორია მეცნიერული გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ი. არხიპოვას ფონდის ოქროს მედალი. სსრკ სახალხო არტისტის დავით ანდღულაძის შვილი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954). დრამატული ტენორი.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ. 1. -თბ., 1997. -გვ. 155; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.55; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.112; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.32

Member of Organizations

  • ენრიკო კარუზოს ასოციაციის მუზეუმი (მილანი), ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1977 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: