The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ალექსანდროვი

ვასილ ალექსანდროვი
Date of birth:24 May, 1887
Date of death:16 January, 1964  (at 76 years)
Burial location:სანქტ–პეტერბურგი
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.

დაამთავრა პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1913 წელს.

1915–1927წწ. მუშაობდა თბილისის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში; 1917 წლიდან იყო ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1918–1927წწ. კითხულობდა მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1917–1929წწ. თბილისი ითვლებოდა მცენარეთა ანატომიის ერთადერთ კერად სსრკ-ში. 1927–1929წწ. - ტომსკის უნივერსიტეტის პროფესორი; 1929–1942წწ. მუშაობდა ლენინგრადის მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა რუსეთში პირველი მცენარეთა ანატომიის ლაბორატორია; 1942 წლიდან ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერების აკადემიის ლენინგრადის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ანატომიის და მორფოლოგიის განყოფილებას. ვასილ ალექსანდროვი ითვლება მცენარეთა ანატომიის სკოლის დამაარსებლად საქართველოში. მას ეკუთვნის 150 ნაშრომი მცენარეთა ანატომიაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბალახოვან მცენარეთა, აგრეთვე ჩაის, ვაზისა და სხვა მერქნიან მცენარეთა ანატომიის შესწავლაში. დიდი ლვაწლი მიუძლვის ფოთლის კვალის თეორიასა და ღეროში ბოჭკოების გრაფიკული განსაზღვრის მეთოდის შემუშავებაში. 1934 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ბოტანიკოსი, პროფესორი, მცენარეთა ანატომიის სკოლის დამაარსებელი. ბოტანიკოს ანატომის ოლღა ალექსანდროვას მეუღლე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 –თბ.,1977. –გვ.102; საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები  = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე. თბ., 2016.-გვ.11-14

Member of Organizations

  • გერმანიის ბოტანიკური საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის ბოტანიკური საზოგადოება, წევრი
  • რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, წევრი

Awards and Honors

  • 1945 - შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: