The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნონა გუნია

ნონა გუნია
Date of birth:20 December, 1920
Date of death:18 July, 1998  (at 77 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ხელოვნებას ეზიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. 1940-1959 წლებში მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, საქართველოს ფილარმონიის ჯაზ–ორკესტრების კოლექტივებში სოლისტ მოცეკვავედ. 1962-1999 წლებში საქართველოს თეატრალური საზოგადოების, მუსიკალური თეატრებისა და ქორეოგრაფიის შემოქმედებითი კაბინეტის გამგედ. 1991-1998 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის ხელოვნების რედაქციის კონსულტანტი ბალეტის დარგში, ქორეოგრაფიული სექციის თავმჯდომარე და არაერთი სტატიის ავტორი. მისი შესრულებული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "ქართული", "განდაგანა", "ნეტავი, გოგო, მე და შენ","ოსური", " "ხევსურული", "ქისტური" და გროტესკული ხასიათის ცეკვა: "შავი რუმბა", "ლირიკური ცეკვა","ხევსურული სიუიტა", "აღმოსავლური ცეკვა". ცეკვა "ქართულის" საუკეთესო შესრულებისთვის 1937 წელს მიღებული აქვს ოქროს მედალი, იყო ესტრადის მსახიობთა პირველი საკავშირო კონკურსის ლაურეატი (1939). მწერალ ვალერიან გუნიას ქალიშვილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.206; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.193-194; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.131

Awards and Honors

  • 1956 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: