| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს. იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის დინამოში; 1948-1970წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, როლები: ფუჩიკი ("ადამიანებო, იყავით ფხიზლად"), ლაერტი ("ჰამლეტი"), ლევანი ("ტარიელ გოლუა"), მინდია ("ხოგაის მინდია"), ანდარეზი ("ბახტრიონი"), კიკვიძე ("სიმღერა შევარდენზე") და სხვა; 1970 წლიდან გადავიდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრში, შეასრულა შემდეგი როლები: ურიელი ("ურიელ აკოსტა"), მარკიზი დე პოზა ("დონ კარლოსი"), კვაჭი ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), მურმანი ("პროვინციული ამბავი"), ბარონი მიუნხაუზენი ("ბარონი მიუნხაუზენი"), სალიერი ("ამადეუსი") და სხვა. ავტორია რამდენიმე ინცენირებისა; გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი "ვახტანგ ჭაბუკიანი - ცეკვის ჯადოქარი"; საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული იყო ერთ-ერთ საუკეთესო სპორტულ კომენტატორად; მისი რადიო - და ტელერეპორტაჟები მსოფლიოს მრავალი საფეხბურთო სტადიონიდან, გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით და მგზნებარე არტისტული ტემპერამენტით; 1957 წლიდან მოღვაწეობდა სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდეგ სსრკ-ის რადიოსა და ტელევიზიაში; 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე; 1973–1974წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; 1997 წელს ქ. თბილისში დააარსა ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე. თეატრის მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, ჟურნალისტი, სპორტული კომენტატორი, პედაგოგი. მსახიობ სოფიკო ჭიაურელის მეუღლე. მოცეკვავისა და პედაგოგის მაკა მახარაძის მამა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 221; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.282; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.618-619; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.273 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

