The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი

მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი
Other name:დედაბერი  (Pseudonym)
Date of birth:7 July, 1869
Date of death:1942  (at 72 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1897 წელს.

ორი წლის მანძილზე მუშაობდა პარიზის ბავშვთა სნეულებათა კლინიკებში, შემდეგ პასტერის სადგურში; 1900 წელს საქართველოში დაბრუნდა; 1901-1908წწ. იყო თბილისის ქალაქის I საავადმყოფოს ექიმი; 1908-1938წწ. ამავე საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე; ხოლო 1938  წლიდან ქალაქის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგე. სამეცნიერო და საექიმო საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულია მთელი რიგი მისი საბავშვო მოთხრობებისა; ქართველი პოეტის შიო არაგვისპირელის მეუღლე, პირველი ქართველი პედიატრი ქალი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1898).

სადისერტაციო თემა - "საბავშვო დამბლების შედეგად განვითარებული მრუდე ტერფის ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1898 წელს (პარიზი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.376; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.422-423; რომელი მწერლის მეუღლე იყო პირველი ქართველი პედიატრი ქალი მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი / ანა კალანდაძე // გზა .-თბილისი,2022.-18-24 აგვისტო.-N 33 (1158).- გვ.54-55; სასწაულის ძიებაში / Ajara TV: facebook.com

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

Share: