Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოდისეი დიმიტრიადი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკომპოზიციო განხრით 1930 წელს; 1936 წელს ქ. ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო განყოფილება. 1937-1947წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1947-1952წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1952-1965წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1965-1973წწ. სსრკ დიდი თეატრის დირიჟორი; 1973-1991წწ. საქართველოს მთავარი დირიჟორი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი. დადგმული აქვს თითქმის ყველა ქართული ოპერა; შესრულებული აქვს ქართველ კომპოზიტორთა სიმფონიური ნაწარმოებები; საოპერო სპექტაკლები დადგმული აქვს არგენტინაში და მექსიკაში; დირიჟორობდა ფილარმონიულსა და საოპერო სიმფონიურ ორკესტრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის: სსრკ დიდი თეატრის სიმფონიურ ორკესტრს, ქ. ვენის სახელმწიფო ოპერის ორკესტრს, ათენის, სალონიკის, ბერლინის, პრაღის, ბუდაპეშტის, ბუხარესტის, სოფიის, ბუენოს-აირესის და სხვ. ორკესტრებს. მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 115; რუსეთის ცნობილი ბერძნეის ვებ-გვერდი: famous-greeks.ru; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.433; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.125 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |