Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით თორაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1937–1939წწ. (საკომპოზიციო და საფორტეპიანო განყოფილებებზე), მოსკოვის კონსერვატორიაში 1939–1941წწ. (საკომპოზიციო). 1953 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (1973 წლიდან პროფესორი, საკომპოზიციო და ინსტრუმენტული კლასი); ძირითადად მუსიკალურ–თეატრალურ და სიმფონიურ ჟანრებში მუშაობდა; მისი ნაწარმოებებია: ოპერები – "მთების ძახილი" (1947), "ჩრდილოეთის პატარძალი"(1958); ბალეტები – "გორდა" (1949), "მშვიდობისათვის" (1953), "მწირი" (1977, იმავე წელს შეიქმნა ტელეფილმი, "გრან პრი", საბალეტო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, ნიუ–იორკი, 1978); ოპერეტები – "ნათელა" (1950), "შურისმაძიებელი"(1952), ორი სიმფონია (1946, 1968), საგუნდო სიმფონია "ქართული ხალხური ჩანამღერები" (1974), უვერტიურა "როკვა"(1944), საფორტეპიანო კონცერტი, "აფრიკული ესკიზები" საესტრადო ორკესტრისათვის (1962), საესტრადო სიმღერები, კინომუსიკა (ფილმები: "ჭირვეული მეზობლები", "დღე უკანასკნელი – დღე პირველი", "პალიასტომი", "შეხვედრა წარსულთან", "კაცია ადამიანი?!"). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4. - თბ., 1979 . – გვ. 693; წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 211 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |