| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯარჯი ბალანჩივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს. 1972-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. გამართული აქვს მრავალი სოლო კონცერტი, სურათების გამოფენები თბილისში, სომხეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები თბილისსა და გერმანიაში. კამერული საორკესტრო ანსამბლ "ორფევსის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ავტორია მთელი რიგი სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და სხვა ნაწარმოებისა. ქართველი პიანისტი. არის ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი (1960), საქართველოს კულტურის სამინისტროს I პრემიის ორგზის ლაურეატი, ფ. ლისტის სახელობის მედალის (1991, უნგრეთი) მფლობელი, რადეფორვალდეს საპატიო მოქალაქე (1996). კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის შვილი და ბალეტის მოცეკვავის ცისკარი ბალანჩივაძის ძმა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 36; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 60-61; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; საკვირველი ძალა გენეტიკისა! : ბალანჩივაძეთა საგვარეულო გამოფენა / რუსუდან ქუთათელაძე // მუსიკა : საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. თბილისი, 2014.- N4(22).- გვ.13-21; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.56
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

