The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო კალანდაძე

ნინო კალანდაძე
Date of birth:11 March, 1977  (48 years)
Category:Diplomat, Public official, Lawyer, Politician, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის N6 გერმანული საავტორო სკოლა 1994 წელს; 1994–1996წწ. სწავლობდა გერმანიაში, სკოლა - გიმნაზია ბირკლეჰოფში (ჰინტერცარტენი), სადაც 1996 წელს მოიპოვა სახელმწიფო ატეტსტატი, აბიტური; 1997–1999 წწ. სწავლობდა მანჰაიმის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე (Zwischenpruefung); 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით; 2014 წელს მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში (აშშ).

2001–2004 წწ. იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტი ადმინისტრაციული სამართლის საკითხებში; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; შეწყალების კომისიის წევრი; 2008–2012  წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; კურირებდა ორმხრივ ურთიერთობებს 45 ევროპულ ქვეყანასთან; აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საერთაშორისო მოლაპარაკებებში; ხელმძღვანელობდა ევროკავშირ-საქართველოს მოლაპარაკებებს; იყო სამინისტროს ოფიციალური სპიკერი; 2012–2013წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი (2013); 2016-2018წწ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და სტრატეგიული კომუნიკაციების კომიტეტის ხელმძღვანელი; 2012-2014წწ. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ლექტორი და ასისტენტ-პროფესორი; 2013–2014წწ. აკადემიური პროგრამის დირექტორი; 2014–2023წწ. კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის დეკანი; 2018 წლიდან არის ჭავჭავაძის ცენტრის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლებისთვის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ცენტრი არის პირველი სამოქალაქო, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ევროპული პოლიტიკური ფონდების მოდელზეა აგებული. გამოქვეყნებული აქვს სტატიები, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ჟურნალებში: "დემოკრატიობანა მიტაცებულ სახელმწიფოში"/ნინო კალანდაძე //ახალი ივერია. - თბილისი,2024.-№6; "The Fight for Freedom: Georgia's Battle Against Authoritarianism" /Nino Kalandadze.-Tbilisi: Friedrich Naumann Foundation for Freedom, South Caucasus Office, 2024. Available; "JUDICIAL REFORM IN GEORGIA" / Nino Kalandadze [online].-Wahington DC : Central Asia-Caucasus Analyst.-2007.- September 20,2007. [Accessed 2 December 2024]. ექიმების ზურაბ კალანდიძისა და ლამარა ვაშაკიძის შვილი. მიღებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 188

Member of Organizations

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი (2004-2008)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2006-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008)

Awards and Honors

  • 2013 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2008 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: