Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დარეჯანი (ქართლ-კახეთის დედოფალი)![]()
Biographyქართლ–კახეთის დედოფალი, ერეკლე II–ის მესამე ცოლი, კაცია I დადიანის ასული; ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ტახტზე თავისი შვილები დაემკვიდერბინა; ამ მიზნით ერეკლე II–ს კანონიც კი მიაღებინა, რომლის ძალითაც, გიორგის (ერეკლე II–ის უფროსი ვაჟი მეორე ცოლისგან) შემდეგ მეფობა არა მის შვილზე არამედ მის ძმაზე(დარეჯანის შვილზე) იულონზე გადასულიყო (ეს წესი შემდეგ ერეკლე II–მ თვითონვე გააუქმა); მან ისანში, სირაჯხანის მახლობლად ააგო სასახლე(საზაფხულო რეზიდენცია) და ეკლესია; თბილისში ჰყავდა 248 კომლი ყმა, ჰქონდა ბაღები, სასტუმროები, რომლებსაც იჯარით გასცემდა ხოლმე, აგრეთვე ყასაბხანა და აბანო; მარტო სამღებროები დედოფალს 700 თუმნამდე შემოსავალს აძლევდა წელიწადში; საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1803 წელს ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს; გარდაიცვალა პეტერბურგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.322; კახეთის გამოჩენილი ადამიანები.- თბ., 2001. - გვ.23
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |