The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლილე კილაძე

ლილე კილაძე
Date of birth:13 April, 1928
Date of death:15 October, 1978  (at 50 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Conductor, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა მოსკოვში 1945–1950წწ. (ჩელოს კლასში), 1950–1955წწ. (სადირიჟორო კლასში).

1954–1957წწ. მუშაობდა ქ. სარატოვის ოპერისა და ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად; 1959 წლიდან საქართველოს ტელერადიოს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო; სისტემატურად მართავდა კონცერტებს; პროპაგანდას უწევდა ქართულ მუსიკას; მისი, როგორც დირიჟორის დიდი დამსახურებაა, რომ ქართველი მსმენელი ეზიარა მსოფლიო უნიკალური ხელოვნების არაერთ ნიმუშს, ქართველ, მათ შორის ახალგაზრდა კომპოზიტორთა ნაწარმოებებს; იყო ქართველი კომპოზიტორების – შ. მშველიძის, რ. გაბიჩვაძის, ს. ნასიძის, ს. ცინცაძის, ო. თაქთაქიშვილის ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი; მისი დირიჟორობით საქართველოში პირველად შესრულდა ჰაიდნის ორატორია "წელიწადის დრონი", ბრუკნერის მე–6 სიმფონია, ჰინდემითის სიმფონია "მხატვარი მატისი"; გარდაიცვალა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ორკესტრის საფინალო აკორდისთანავე. კომპოზიტორ გრიგოლ კილაძის ვაჟიშვილი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 138; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 38; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 256-257

Awards and Honors

  • 1979 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
  • 1977 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: