The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე

ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე
Legal name:ოლღა გურამიშვილი
Date of birth:29 July, 1855
Date of death:1940  (at 84 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Biologist, Educator

Biography

თბილისის ქალთა გიმნაზიის წარჩინების დიპლომით დამთავრების შემდეგ ისმენდა პროფესორ თარხნიშვილის ლექციებს ბუნებისმეტყველებეში. სწავლობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში; უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა ციურიხში. აქ დაუახლოვდა ქართველ სტუდენტებს და მათთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოება "უღლის" დაარსებაში. 1873 წელს სასწავლებლად ჟენევაში გადავიდა. იგი საზღვარგარეთის მღელვარე პოლიტიკურმა ცხოვრებამ გაიტაცა, "უღელის" წევრები აქტიურად სწავლობდნენ სოციალისტურ იდეებს, ეცნობოდნენ პირველი ინტერნაციონალის სექციების მუშაობას და მონაწილეობდნენ მის კრებებში. დიდ ყურადღებას უთმობდნენ "უღელის" წევრები ლიტერატურის კრიტიკას და ესთეტიკას, ხელს უწყობდნენ ქართულ ლიტერატურაში ევროპული მხატვრული კულტურის ათვისებას. მათ შეიმუშავეს ქართული სკოლებისთვის სახელმძღვანელოების შედგენის გეგმა და ჩამოაყალიბეს მთარგმნელთა წრე. "უღელმა" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსულ და ევროპულ ცივილიზაციასთან ქართული კულტურის შემოქმედებით დაკავშირებაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ასწავლიდა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი-მასწავლებელი რუსეთის იმპერიაში. 1883 წელს, თბილისში, ოლღა გურამიშვილმა და ნიკო ნიკოლაძემ ჯვარი დაიწერეს და ნიკოს გადასახლების ადგილს, პეტერბურგს დაუბრუნდნენ. 1886 წელს ნიკოლაძეები დაბრუნდნენ საქართველოში და დიდ ჯიხაიშში დასახლდნენ. 1894 წელს ოლღამ აქ გახსნა ქალთა გიმნაზია და შემოიღო პოლიტექნიკური სწავლება, როგორც ბუნებისმეტყველების სპეციალისტი, იგი, უპირველეს ყოვლისა, დაინტერესებული იყო ახალგაზრდებს საფუძვლიანად - პრაქტიკულად შეესწავლათ სოფლის მეურნეობის საფუძვლები. აგრეთვე მესვეურობდა განათლების საქმეებს ფოთში, იქ ნიკოს, ქალაქის თავად მუშაობის პერიოდში. ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, პოლიტიკოსის, ქალაქ ფოთის თავის ნიკო ნიკოლაძის მეუღლე.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netburusi.wordpress.com


Share: