Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტონ ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოჩა-ჩიხაიში, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1872 წელს. ქუთაისში დაბრუნებულმა დაიწყო ბრძოლა ქართული თეატრის აღორძინებისათვის. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის საქმიანობაში, მატერიალურად არაერთხელ დახმარებია კერძო გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეებს; იყო ქუთაისის საბჭოს ხმოსანი კეპუტატი და ქალაქის თავის მოადგილე. საკუთარი ბიბლიოთეკის ფონდი უანგაროდ გადასცა ქალაქის გამგეობას, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის შექმნას. მთარგმნელის, მსახიობისა საზოგადე მოღვაწის ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძის მეუღლე. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |