The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი ჭიჭინაძე

ალექსი ჭიჭინაძე
Date of birth:17 March, 1851
Date of death:28 January, 1917  (at 65 years)
Burial location:სოფელი ჭოლევი
Category:Translator, Educator, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოლევი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1875 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა პირველი ქართული სკოლა ქუთაისში, რომელმაც უმოკლეს დროში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა საზოგადოებაში; 1880 წელს ქუთაისში დაარსდა სათავადაზნაურო სასწავლებელი, იგი ამ სასწავლებლის ინსპექტორად მიიწვიეს, მან თავისი კერძო სასწავლებელი დახურა და მოსწავლეებიანად ახალ სასწავლებელში გადავიდა; 1886 წელს გადაყვანილ იქნა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ინსპექტორად, სადაც 1894 წლამდე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1894-1900წწ. მუშაობდა თერგის ოლქის სახალხო სკოლების ინსპექტორად; 1900 წელს ერევნის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორად დაინიშნა, ამ თანამდებობაზე მან 1905 წლამდე იმუშვა; 1905-1914წწ. იგი ხონის საოსტატო სემინარიის დირექტორად მოღვაწეობდა. მისი ენერგიული ხელმძღვანელობით სემინარია საუკეთსო პედაგოგიურ სასწავლებლად გადაიქცა; 1914 წელს იგი გადმოყვანილ იქნა თბილისში და დაინიშნა ქართული გიმნაზიის დირექტორად. იყო ეფროსინე ნიკოლაძის მეუღლე და ჰიდროინჟინრისა და საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ჭიჭინაძის მამა. იგი ენერგიულად იბრძოდა სწავლა-აღზრდის სისტემის საფუძვლიანი გაუმჯობესებისათვის და ქართული სკოლის ჯანსაღ პედაგოგიურ საფუძვლებს ამკვიდრებდა ქართულ პედაგოგიკურ ლიტერატურაში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.402; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.139; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1879-1916)

Bibliography


Share: