| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტატიანა შატილოვა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1936 წელს. 1941–1944წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, მედიცინის სამსახურის კაპიტნის წოდებით; 1964–1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიუტის თვალის სნეულებათა კათედრის ორდინატორი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე; 1953–1960წწ. რიაზანის პავლოვის სახელობის სამედიცინო ინსტიუტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე; 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორი. მან თვალის კლინიკის უფროს ლაბორანტად მუშაობის პერიოდში ჩამოაყალიბა კლინიკაში პათოლოგ-ჰისტოლოგიის ლაბორატორია. ამავე დროს მუშაობდა კლინიკაში თვალის ნტუბერკულიოზით დაავადებულთა კაბინეტში. ასევე დაკავებული იყო IV სამკურნალო სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში; თბილისის თვალის დისპანსერში, ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და რკინიგზის თვალისგანყოფილებაში. იგი, აწარმოებდა შემოვლებს, აკეთებდა ოპერაციებს და ა.შ. ავტორია 160 სამეცნიერო ნაშრომის. მისმა შრომებმა ბევრი სიახლე შეიტანა ოფთალმოლოგიის აქტუალურ პრობლემებში, მათ შორის გლაუკომის პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხებში. მისი შრომები საყოველთაოდ აღიარებულია და შეტანილია მოსკოვში გამოცემულ მრავალტომიან სახელმძღვანელოში . იგი ავტორია ორი ორიგინალური ოპერაციისა, როსთვისაც საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროდან მიეცა გამომგონებლის წოდება და სამკერდე ნიშანი. ოფთალმოლოგიაში პირველმა აღმოაჩინა ტენზიორეცეპტორული ველი, შექმნა ახალი გამოკვლევის მეთოდი – "ელექტროცილიოგრაფია". ეკუთვნის იდეა სპეციფიკური სტიმულაციის ორგანოს რეგენერაციისთვის. 2002 წელს აშშ-ის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა წლის ადამიანების სიაში შეიყვანა და წლის ქალად დაასახელა. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ოფთალმოლოგ ალექსანდრე შატილოვის შვილი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თვალის ტუბერკულოზური დაავადებანი და მათი მკურნალობა ანატუბერკულოინით", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თვალის სისხლძარღვთა და ნერვების ცვლილებების მნიშვნელობა გლაუკომის პათოგენეზისათვის", დაიცვა 1959 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.308; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357; ტატიანა შატილოვა – საქართველოში აკადემიური ოფთალმოლოგიის ფუძემდებელი / მარი აშუღაშვილი //ავერსი.-თბილისი,2020.-№182; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2010 წელი / ჯ. ქორჩილავა. თბ.,2010.-გვ.339-341 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

