Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი თავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემოხეთი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1930 წელს (ფერწერა, გრაფიკა). 1927-1930წწ. იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორის თანაშემწე, 1930-1948წწ. მხატვარი, 1948-1976წწ. მთავარი მხატვარი, 1976-1990წწ. დამდგმელი მხატვარი; სპექტაკლები გააფორმა აგრეთვე დრამატულ თეატრებში: კიევი, მოსკოვი, ბაქო, კიროვობადი, დაღესტანი; ქართული სპექტაკლები, ოპერები: ზ. ფალიშვილი "აბესალომ და ეთერი", რ. გაბიჩვაძე "ნანა"; მუსიკალური კომედიები: ნ. გუდიაშვილი "შეხვედრა აგარაკზე" (1950), მისივე "საჩუქარი"(1951), შ. მილორავა "ერთხელ გაზაფხულზე" (1951), "დალი" (1956), "უცნაური სტუმრები" (1960), "საბედისწერო ოპერაცია" (1968), რ. ლაღიძე "მეგობრები" (1950), "კომბლე" (1957), ა. შავერზაშვილი "ნინო" (1967); პიანისტ რევაზ თავაძის მამა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 191 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |