Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე თომაძე![]()
Biographyდამადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს (ვოკალური). თავდაპირველად 1936 წელს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა თბილისის III მუსიკალურ სასწავლებელში, 1940 წელს გახდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი; 1941-1945წწ. იმყოფებოდა ფრონტზე; დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1950-1979წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ტენორი); შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტისა და II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ვოკალი); ქართული რეპერტუარი: აბიო, ცანგალა (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მაკარი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"), როსტევანი (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"), ხევისბერი(ო. თაქთაქიშვილი "მინდია"), მახრების მეფე, გოლა, გაბრიელი(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", "არსენა"), მგელი (ი. გოკიელი "წითელქუდა"), გლინკა (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"); სხვა რეპერტუარი: რემენიუკი (პროკოფიევი "სემიონ კოტკო"); კომპოზიტორ ნათელა სვანიძის მეუღლე და საოპერო მომღერალ მაია თომაძის მამა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 208; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.88 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |