The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი III (იმერეთის მეფე)

Date of birth:15??
Date of death:1639
Category:Royalty

Biography

იმერეთის მეფე 1604-1639წწ., კონსტანტინე ბატონიშვილის (XVI ს.) ძე; მძიმე ბრძოლა უხდებოდა ოდიშის ძლიერი მთავრის ლევან II დადიანის წინააღმდეგ; ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გიორგი III-ის მიერ შერისხული თავადი პაატა წულუკიძე; 1623 წელს გოჭოურის ბრძოლაში (ქუთაისის მახლობლად) დადიანმა დაამარცხა გიორგი III; დადიანის წინააღმდეგ თანამოაზრეების ძებნისას გიორგი III დაუახლოვდა გიორგი სააკაძეს, რომელსაც 1626 წელს ბაზალეთის ბრძოლაში ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა, შემდეგში დაუმოყვრდა თეიმურაზ I-ს; 1629 წელს მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრემ, ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი (ზურაბ ერისთავის ქვრივი); მაგრამ ლევან დადიანი ამის შემდეგაც სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს; გიორგი III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ადამიანებით ვაჭრობამ; შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად 1619-1622წწ. გიორგი III სცადა რუსეთის მეფის მფარველობა მოეპოვებინა, მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია; 1632 წელს ქართლის მეფე როსტომთან შესახვედრად მიმავალ ლევან II დადიანს გიორგი III ჩაუსაფრდა და მისი შეპყრობა განიზრახა, მაგრამ თავისი ხელქვეითების ღალატის გამო გიორგი III თვითონ ჩაუვარდა ტყვედ დადიანს (ტყვეობაში ორი წელი დაჰყო); გიორგი III-ის გამოსყიდვა ძვირად დაუჯდათ მის მემკვიდრეებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.19


Share: