შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შურა თოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა გ. პერინის საბალეტო სტუდიაში. 1929 წელს მიიწვიეს რეჟისორ ი. ჟელიაბუჟსკის ფილმ დინა-ზაზუში მთავარი როლის შემსრულებლად. 28 წლის მანძილზე რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 40-მდე როლი განასახიერა. მათ შორის აღსანიშნავია კნეინა ჩიტუნია შ. დადიანის "გუშინდელნი", გაიანე ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ირინე გოდუნოვა ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე", ოტრადინა ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავე", ეკატერინე ჭავჭავაძე მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი", დეზდემონა უ. შექსპირის "ოტელო" და სხვა. ა. თოიძის მიერ შესრულებული დეზდემონა სამართილანადაა მიჩნეული მის შემოქმედებით მწვერვალად. იგი ღირსეულ პარტნიორობას უწევდა სცენის ისეთ დიდოსტატებს, როგორებიც იყვნენ ა. ხორავა და ა. ვასაძე. ალექსანდრა თოიძემ დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოშიც. აღსანიშნავია მთავარი როლი მიხეილ ჭიაურელის "უკანასკნელ წუთს", ირინა "ქალაქში შესვლა აკრძალულია", ჟუჟუნა "ჟუჟუნას მზითევი", ნინო ჭავჭავაძე "მოგზაურობა არზრუმში", მარო "გაყრა", ნატო "ჭრიჭინა", დედა "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" და სხვა. კინოსა და თეატრში მის მიერ შექმნილი როლებისათვის აღსანიშნავია ფილმ "ქეთო და კოტეში" ილიკო სუხიშვილთან ერთად უზადოთ შესრულებული ცეკვა "ქართული". მხატვარ მოსე თოიძის ქალიშვილი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტის ვლადიმერ (ვოვა) მაჭავარიანის მეუღლე და ენათმეცნიერ მაია მაჭავარიანის დედა. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.548; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ.,1979.-გვ.690; მამულიშვილთა სავანე/ბაბუნაშვილი, თ., ნოზაძე, გ. -თბ., 1994. -გვ. 173; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.82-83 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |