The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამია კომახიძე

მამია კომახიძე
Date of birth:12 November, 1906
Date of death:4 November, 1980  (at 73 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ა. ნათიშვილთან, გ. მუხაძესთან, ვ. ტონკოვთან, ს. იუდინთან; 1937–1940წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სახალხო კომისარი; 1946–1956წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ანატომიის განყოფილების გამგე; 1960–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე; 1961–1971წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; შეისწავლიდა მიკროცირკულაციის პრობლემებს, მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიულ დაავადებათა კლინიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმულ დაზიანებას და სხვ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მეუღლე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1948). 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.607; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ.,1980 .-599; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 136

Member of Organizations

  • საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1973-1980)
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1971-)

Awards and Honors

  • 1975 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1971 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: