| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამია კომახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ა. ნათიშვილთან, გ. მუხაძესთან, ვ. ტონკოვთან, ს. იუდინთან; 1937-1940წწ. მუშაობდა აჭარის ასსრ ჯანდაცვის სახალხო კომისრად; 1946–1958წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ანატომიის განყოფილების გამგე; 1960–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე; 1961–1971წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; შეისწავლიდა მიკროცირკულაციის პრობლემებს, მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიულ დაავადებათა კლინიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმულ დაზიანებას და სხვა. ავტორია ქირურიგიის სახელმძღვანელოსი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მეუღლე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1948). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.607; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ.,1980 .-599; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 136; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.693; ამბავი დიდი სიყვარულისა და მიუღებელი ნობელის პრემიისა / გურამ ტატიშვილი ; ესაუბრა თამარ არქანია და ნინია მაჭარაშვილი //ავერსი.- თბილისი, 2013.-N7(102).-გვ.70-71 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

