The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ზაალიშვილი

ნინო ზაალიშვილი
Other name:ნინა ზაალიშვილი
Date of birth:14 January, 1903
Date of death:15 November, 1971  (at 68 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის გრაფიკის განყოფილება 1930 წელას. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ევგენი ლანსერე, ეღიშე თათევოსიანი, იოსებ შარლემანი, საფრანგეთიდან ახლად დაბრუნებული დავით კაკაბაძე.

სწავლის პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანატომიის ინსტიტუტში პრეპარატორად. აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მხატვარმა დაიწყო წარმატებული შემოქმედებითი მუშაობა. მან შექმნა 4 დიდი ზომის ფერწერული პანო, რომლებიც ექსპონირებული იყო რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებზე. 1931 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში, მათ შორის თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების (1947) და შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილში (1966). ასწავლიდა პლასტიკურ ანატომიას და ხატვას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. სამწუხაროდ, შემთხვევითობამ (ხელის მოტეხვამ) შეწყვიტა მისი, როგორც ფერმწერის კარიერა. იგი მთლიანად გრაფიკაზე და პლასტიკური ანატომიის შესწავლაზე გადაერთო: შექმნა მრავალი თვალსაჩინოება, ნახატები პროფესორ ალექსანდრე ნათიშვილის წიგნისთვის "პლასტიკური ანატომია", ასევე გაიარა პლასტიკური ანატომიის კურსი პროფესორებთან ალექსანდრე ნათიშვილთან და არტაშეს მალაევთან. იგი იყო ამ საგნის ერთ-ერთ ყველაზე მაღალკვალიფიციურ პედაგოგი სამხატვრო აკადემიაში; ჩართული იყო საგამოფენო ექსპოზიციების შექმნის პროცესშიც. ერთ-ერთი გამოფენის მომზადებისას გაიცნო ობსერვატორიის თანამშრომელი ფლორენტინ ვეისი. საქართველოში გადმოსახლებული გერმანელების, მრავალი თაობის მექანიკოსების ოჯახის შთამომავალი. მისი უშუალო წინაპარი ფერდინანდ ვეისი ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა ცნობილი პროექტის – ლონდონი-თბილისი-კალკუტა სატელეგრაფო ხაზის განმახორციელებელ სიმენსების ფირმასთან ერთად. მამამისიც ფლორენტინი ზუსტ ხელსაწყოებთან დაკავშირებული სპეციალისტი იყო. ნინო ზაალიშვილი რეპრესირებულ იქნა ქმრის გერმანული წარმომავლობის გამო, განიცადა დეპორტაცია: გადასახლებულ იქნა ყაზახეთში, ტრიალ მინდვრებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად. აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის მონდომებით ნინო (ნინა) ზაალიშვილი და მისი ოჯახი გადასახლებიდან ვადაზე ადრე დაბრუნდა. ნინო ზაალიშვილმა 60–იან წლებში რამდენიმე საინტერესო პეიზაჟური სერია შექმნა: "ქართული სოფელი", "რუსული სოფელი", "ქალაქი რიაზანი", "გაგრა ნახატებში", "ყირიმული ეტიუდები". მიხეილ ზაალიშვილის და მარია პანოვას შვილი, ირინე ზაალიშვილის და, ფლორენტინ ვაისის მეუღლე. ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: დაკარგული ისტორია : მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ.-თბ.,2017.-გვ.380-408; საზოგადოებრივი არქივი archive.ge (ირმა ვაისის კოლექცია).


Share: