| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
საურმაგ კაკაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული განყოფილება 1950 წელს; დაუსწრებლად ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი - 1951 წელს. მუშაობდა მუზეუმში, ძეგლთა დაცვის სამმართველოში. 1960 წელს სამუშაოდ მიიწვიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილების კავკასიურ კაბიეტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. გახდა აღიარებული კავკასიოლოგი, წყაროთმცოდნე, არქეოგრაფი, პალეოგრაფი. მან ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართული საისტორიო ძეგლების ტექსტოლოგიურ კვლევას, შეისწავლა და გამოსცა XI-XIX საუკუნეთა 720 ქართული ხელნაწერი, რომლებშიც მრავალი უნიკალური დოკუმენტია. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლთა რუსულად თარგმნის საქმეში. მან რუს საზოგადოებას გააცნო ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებანი, "ძეგლი ერისთავთა" და სხვა მრავალი. ისტორიკოსი, ფილოლოგი. პროფესორ სარგის კაკაბაძის შვილი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.199; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.203; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

