Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კალე სალია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯგალი, წალენჯიხის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ჰალეს (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; დაამთავრა სორბონის (პარიზი) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. წარმატებით მოღვაწეობდა მეცნიერული მიმართულებით; სხვა ცნობილ ქართველებთან ერთად ჟურნალ "ბედი ქართლისაში" აქვეყნებდა საკუთარ ნაშრომებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე; იყო ამავე ჟურნალის რედაქტორი; მისი ხანგრძლივი მეცნიერული მუშაობის შედეგი შეჯამებულია მის დოკუმენტურ მონოგრაფიაში - "ქართველი ერის ისტორიას", რომელიც 1980-1983წწ. ფრანგულად ორჯერ გამოიცა; მან საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტს საჩუქრად გადასცა 1400-ზე მეტი ძვირფასი წიგნი ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე; 1986 წელს იგი პარიზში გარდაიცვალა, მაგრამ ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი გადმოასვენეს და ქართულ მიწას მიაბარეს; ისტორიკოსისა და ქართველოლოგის ნინო ქურციკაშვილ-სალიას მეუღლე. ქართველოლოგი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.318; "აი-ია": ai-ia.info/online-arqivi; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |