The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიზა ჩერქეზიშვილი

ლიზა ჩერქეზიშვილი
Legal name:ელისაბედ ჩერქეზიშვილი
Date of birth:14 November, 1863
Date of death:17 October, 1948  (at 84 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კოშკა, გორის რაიონი.

პროფესიულ სცენაზე მისი დებიუტი გაიმართა 1886 წლის 15 სექტემბერს ვ. დიაჩენკოს პიესაში - "ეხლანდელი სიყვარული". თეატრში მის მიერ შესრულებული როლებია: სარა და ხანუმა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ელისაბედი (რ. ერისთავის ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), კატინა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვერარ ნახავ"), ანა ანდრეევნა (ნ. გოგოლის "რევიზორი") და სხვა. 20-იან წლებში მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში, ხოლო 1932 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კ. მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. აქ შექმნა მან ასევე დაუვიწყარი სახეები: ნენე (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ხორეშანი (შ. დადიანის "ჩატეხილი ხიდი"), მაკრინე (ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"), მარიამი (ვ. შკვარკინის "უბრალო გოგონა") და სხვები. მას საინტერესო როლები აქვს შესრულებული კინოშიც: ჯუფანა ("ვინ არის დამნაშავე?"), ხანუმა ("ხანუმა"), დედა ("ორი მონადირე"); ეპიზოდური როლები: "ჯანყი გურიაში", "ქალი გაღმიდან", "გიორგი სააკაძე" და სხვა. 60 წლის განმავლობაში ქართულ სცენაზე ელისაბედმა განასახიერა 400-მდე როლი, რითაც სამუდამოდ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი მშობლიური თეატრის ისტორიაში. დაჯილდოვებული იყო მედლებით. ელისაბედ ჩერქსზიშვილის მეუღლე იყო - ცნობილი ქართველი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი. 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.378; rezoshatakishvili.wordpress.comყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.18

Awards and Honors

  • ლენინის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

Share: