Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარია პერინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტურინი, იტალია. 1883-1890 წლებში სწავლობდა ქ. ტურინში სამეფო ოპერის თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში. 1888-1897 წლებში იყო ქ. ტურინის სამეფო ოპერის თეატრის სოლისტი-მოცეკვავე. 1890-1897 წლებში წარმატებით გამოდიოდა თბილისის ოპერის თეატრის (სახაზინო თეატრი) სცენაზე, ჯერ როგორც გასტროლიორი, შემდეგ, 1897-1907 წლებში როგორც წამყვანი ბალერინა. 1907-1916 წლებში ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. 1916 წელს თბილისში დააარსა პირველი საბალეტო სტუდია (1920 წლიდან ეწოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სკოლა), სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1935 წლამდე). ამ სტუდიაში აღიზარდნენ: ვ. და თ. ჭაბუკიანები, ნ. რამიშვილი, ი. სუხიშვილი, ი. და დ. ალექსიძეები, ე. გვარამაძე, ს. ვირსალაძე, ვ. ვრონსკი-ნადირაძე, ე. ჩიკვაიძე, მ. ბაუერი. 1935-1938 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქორეოგრაფიულ სკოლა-სტუდიის ფილიალს. საქართველოში მოღვაწე იტალიელი ბალერინა. მისი მეუღლე იყო წარმოშობით პოლონელი, ქუთაისში დაბადებულ-აღზრდილი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე ჰენრიკ ჰრინევსკი. ჰრინევსკის დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი პროფესიული მხატვრების პირველი თაობის ჩამოყალიბებაში. იყო ახლადგახსნილი თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი პროფესორთაგანი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 389; სააგენტო "პრაიმტაიმი": news
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |