Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ბატონიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ძე. აღიზარდა სამეფო კარზე, სადაც მის ირგვლივ შემოკრებილნი იყვნენ რჩეული ახალგაზრდები, მათ შორის პოეტი ბესიკი. ამ ახალგაზრდათაგან შემდეგში შედგა ლევან ბატონიშვილის რაზმი (2000 კაცამდე), რომელმაც მრავალ ბრძოლაში ისახელა თავი. მისი მეგობრების წრეში იყო დავით რექტორი. ლევან ბატონიშვილი სახელმწიფო საქმეებში ჭაბუკობიდანვე ჩაება, 1770 წელს თავის უფროს ძმასთან - გიორგისთან ერთად მეფის წინააღმდეგ ამბოხებული ქსნის ერისთავი გიორგის დასამორჩილებლად გაილაშქრა. ამას შემდგომში ქსნის საერისთავოს გაუქმება მოჰყვა. იგი ანტონ I-თან ერთად გაიგზავნა რუსეთში მფარველობაში მიღების სათხოვნელად. ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა, ვინაიდან რუსეთი მოერიდა ირანთან ურთიერთობის გამწვავებას. ამავე წლებში მან ცოლად შეირთო ქაიხოსრო ანდრონიკაშვილის ასული. თავადი ლევანის ნიჭი და უნარი მთელი ძალით გამომჟღავნდა მორიგე ჯარის ხელმძღვანელობისას 1774 წლიდან. მისი თაოსნიბით აილაგმა დაღესტნელ ფეოდალთა თარეში, სოფელ ჭალასთან, მისაქციელთან, ავჭალასთან და სხვა. ერეკლე II -ემ მორიგე ჯარის მეოხებით დათრგუნა ფეოდალთა ოპოზოციაც. ამიტომ რეაქციონერი თავადები საბოტაჟს უწყობდნენ ამ ღონისძიებას. ფიქრობენ, რომ ამ საბოტაჟის მსხვერპლი შეიქმნა ლევან ბატონიშვილიც, რომელიც 1781 წელს ვეჟინში ყოფნისას ფრიად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მის სიკვდილს დიდი მწუხარებით გამოეხმაურნენ ბესიკი (ოდა "საძიმარი"), დავით რექტორი ("ლეონისათვის თქმული ათნი სიტყვანი იამბიკოდ"), აზერბაიჯანელი პოეტები ვაგიფი და ვიდადი. მასვე ეძღვნება მრავალი ხალხური ლექსი. ლევან ბატონიშვილს მიეწერება რამდენიმე სამიჯნურო და ეპისტოლარული ლექსი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.156; კახეთის გამოჩენილი ადამიანები.- თბ., 2001. - გვ.23; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.319
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |