Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა ვასაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1950 წლიდან დაკავებული იყო კომკავშირული საქმიანობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველ მდივნად (1952-1954), საქართველოს ალკკ ცკ-ის მეორე მდივნად (1960-1962). 1962 წლიდან პარტიულ სამუშაოებზე იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის აპარატში (1962-1969), საიდანაც გადაიყვანეს საქართველოს პროფსაბჭოს მდივნად (1962-1972). 1972-1985 წლებში იყო თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1986-1988 წლებში იყო საქართველოს განათლების მინისტრი. ნათელა ვასაძე იკვლევდა პედაგოგიკის თეორიასა და ქართული პედაგოგიური აზროვნების ისტორიის საკითხებს. იყო "საქართველოს პედაგოგიური აზრის ანთოლოგიის (1987; მოსკოვი; რუსულ ენაზე) სარედაქციო კოლეგიის წევრი და რედაქტორი, აგრეთვე "პედაგოგიკის ისტორიის" სახელმძღვანელოს(თბ. 1988) რედაქტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ირინე დანელიას დედა. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.192; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |