Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ მინაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. მაირანოს სახელობის თასის გათამაშების (იტალია) საუკეთესო მოთამაშე (1958); თბილისის "დინამოსა" (1953-1967) და სსრკ ნაკრების წევრი, რომის XVII ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1960), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959,1963), სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე პრიზიორი; 1957-1964 წლებში იყო სსრკ ნაკრების წევრი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში (1962). 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც რომში ჩატარდა, სსრკ ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. სსრკ-ის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, 1959 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე. დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გურამ მინაშვილი სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წმინდა გიორგის ხატითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამახსოვრო მაისურით დააჯილდოვა. კალათბურთელი. ისტორიკოს თამარ გამსახურდიას მეუღლე. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.677-678; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.440 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |