The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჟვანია

გივი ჟვანია
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1994  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს

1967-1973წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის დოცენტი; 1973-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი; 1988-1994წწ. ამავე ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის გამგე; იყო თბილისის მთავარი ბავშვთა ქირურგი; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა: 5 მონოგრაფია, 6- მეთოდური რეკომენდაცია, 2 რაციონალიზატორული წინადადება; ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1975). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის აკადემიური კლინიკა და ერთერთი ქუჩა თბილისში გივი ჟვანიას სახელს სახელობისაა. ნინა ჟვანიას ძმა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.734-735; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.631-632; mshoblebi.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: