The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგლა ქაცარავა

გიგლა ქაცარავა
Legal name:გიორგი ქაცარავა
Date of birth:16 May, 1971  (53 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ხელოვნების სკოლა (პედ. ნატალია ნაცვლიშვილის კლასი) და "ნიჭიერთა ათწლედი" (პროფ. თენგიზ ამირეჯიბის კლასი); მოსკოვის სახელმწიფო პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორია (პროფ. ლევ ნაუმოვის კლასი) 1994 წელს; პარიზის უმაღლესი ნაციონალური კონსერვატორიის ასპირანტურა (პოფ. ჟერარ ფრემის კლასი) და ვაიმარის ლისტის სახელობის კონსერვატორიის ასპირანტურა (პროფ. ლაზარ ბერმანის კლასი).

2001-2022წწ. მოღვაწეობდა ქ. პარიზში, სადაც ალფრედ კორტოს სახელობის «Ecole Normale de Musique de Paris» პროფესორი იყო; 2022 წლიდან მოღვაწეობს ქ. ტოკიოში, სადაც «Tokyo College of Music» სპეციალურად დანიშნული პროფესორია; გ. ქაცარავა კონცერტებს მართავს და მასტერ კლასებს ატარებს ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, იაპონიაში, ჩინეთში და სამხრეთ კორეაში; ღია გაკვეთილები აქვს ჩატარებული სეულის ნაციონალურ უნივერსიტეტში, ტოკიოს «Tokyo College of Music» და «Tokyo Senzoku», რიო დე ჟანეიროს «Universidade Federal do Estado do Rio de Janeiro», პორტო ალეგრეს «Universidade Federal do Rio Grande do Sul» უნივერსიტეტში; 2019 წლის ნოემბერში მიწვეულია ტოკიოს უნივერსიტეტში «Tōhō Gakuen Daigaku», როგორც წლის სტუმარი ალექსანდრე სკრიაბინის პიანიზმისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლექცია-კონცერტით და ღია გაკვეთილით; 2023 წლის სექტემბერში მიწვეულია სეულის ნაციონალურ უნივერსიტეტში «SNU», ფრანგული იმპრესიონიზმისადმი მიძღნილი ლექცია-კონცერტით და ღია გაკვეთილით; ჰქონდა კონცერტები პარიზის კორტოს სახელობის დარბაზში, მიუნხენის «Residenz»-ში, რიო დე ჟანეიროს «Sala Cecilia Meireles»-ში, ტოკიოს «Tokyo Opera City recital hall»-ში, ტოკიოს «Hakuju Hall»-ში, იოკოჰამას «Minato Mirai Hall»-ში; მონაწილეობა აქვს მიღებული რეიმსის «Flâneries Musicales», მონპელიეს «Radio France», შვეიცარიის «Piano a Saint-Ursanne» და სხვა ფესტივალებში; გ. ქაცარავა მიწვეული იყო პორტოს «Santa Cecilia International Piano Competition», ტოკიოს PTNA, პულენკის სახელობის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად (საფრანგეთი); 2020 წლიდან არის ტოკიოს სერგეი რახმანინოვის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავჯმდორამე. ცნობილი ნევროლოგის ზაზა ქაცარავას ძმა. პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 487; გიგლა ქაცარავას მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.


Share: