| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარი (საქართველოს დედოფალი)![]()
Biographyთამარი იყო ყვარყვარე II ათაბაგის (1416-1498) და დედისიმედის (1435-I489) ასული, ქართლის მეფის გიორგი VIII-ის მეუღლე (1446-1466). XV საუკუნის 60-იან წლებში ყვარყვარე II-თან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, გიორგი VIII-მ ცოლად შეირთო თამარი, რომლისგანაც 3 შვილი შეეძინა. იგი XV საუკუნის მეორე ნახევრისა და XVI საუკუნის დამდეგის მოღვაწეა (გარდაიცვალა 1504-1514 წლებში). თამარის დავალებით 1504 წელს გადამწერმა აკაკიმ დაამზადა ფერადი თავკაზმულობითა და მინიატურებით შემკული ძვირფასი ნუსხა სახარებისა. კალიგრაფი საგანგებოდ გვაუწყებს, რომ ეს წიგნი აღწერა "დილისა ღმერთისმოყუარისა და მოწყალისა პატრონისა დედოფალთა დედოფლისა თამარის" ბრძანებით. თამარ დედოფლის სახელთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი კრებული, რომელიც გადაუწერია იოანე ვაშალომიძეს (XVI-XVII საუკუნეები), აღნიშნული ხელნაწერის ანდერძი გვაუწყებს, რომ მუშაობის პროცესში გადამწერს ბევრი სიძნელე შეხვედრია, მაგრამ, მიუხედავათ ამისა, შრომა მაინც დაუსრულებია, მისი სიტყვებით: "ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა და ბრძანებითა პატრონისა დედოფლის თამარისათა". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.461; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.70-71
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

