Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰამლეტ კობეშავიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეზიარა თბილისის მილიციის სამმართველოს მოცეკვავე ბავშვთა ანსამბლში მამის, გრიგოლ კობეშავიძის ხელმძღვანელობით. 1954 წელს იგი მამასთან ერთად სათავეში ჩაუდგა თბილისის მილიციის კლუბთან არსებულ ანსამბლ "მხედრულს"; 1957 წელს იგი ანსამბლის სოლისტთა ჯგუფთნ ერთად მონაწილეობდა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მეექვსე მსოფლიო ფესტივალში და სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა; მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ანსამბლმა პირველი ადგილი დაიკავა. ქორეოგრაფი პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა; 1960-1964წწ. იგი ანსამბლის სოლისტებთან ერთად საკავშირო პროფსაბჭოს სიმღერისა და ცეკვის ნაკრებ ანსამბლში მიიწვიეს. გასტროლები ჩაატარეს გერმანიაში, პოლონეთში, კუბაში, იაპონიაში, ფინეთში. მან გერმანიის მუშათა მეექვსე და იაპონიის "მომღერალთა ხმების" ფესტივალებზე ლაურეატის წოდება დაიმსახურა; 1976 წელს ანსამბლის სოლისტთა ჯგუფმა 12 კაცის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო იაპონიაში გამართული ცეკვის მსოფლიო ფესტივალში, სადაც "მინონის" ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლი "მხედრული" ჩვეული წარმატებით გამოვიდა ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე ბულგარეთში; ანსამბლის წარმატება 21 ქვეყნის წარგზავნილთა შორის ოქროს მედლით აღინიშნა. მიხელ კობეშავიძის შვილი. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.17; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.208; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 101-102; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.81- 80 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |