Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი როსება![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1918 წელს, ვ. მჭედლიშვილის მოსკოვის დრამატული სტუდია 1926 წელს. 1923 წელს შევიდა აკ. ფაღავას ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1925 წელს გადავიდა ვახტანგ მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ მოსკოვის ქართულ დრამატულ სტუდიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად ყვარელში, ოზურგეთში, თელავში. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. დაწერილი აქვს მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრებისათვის პიესები: "ორი ბიჭი", "ღორმუცელა ჭამია", "ზამთარი", "ცაცო", "ყაითარი" და სხვა. 1946-1947წწ. მუშაობდა ლაგოდეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. მსახიობ ქეთევან ბოჭორიშვილის მეუღლე და დრამატურგ ლალი როსებას მამა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |