The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო გამრეკელ-თორელი

ნინო გამრეკელ-თორელი
Legal name:ნინო გამრეკელი
Date of birth:23 January, 1882
Date of death:27 March, 1935  (at 53 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში. 1898 წელს გამრეკელების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბაქოში და იქ გააგრძელა განათლების მიღება. 1904 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვში მსახიობ პოლონსკაიას დრამატულ კურსებზე. 1922–1924წწ. სწავლობდა აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში.

1900 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა ბაქოს სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში. ამის შემდეგ იგი ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლში. მოსკოვში მან ითამაშა ალექსანდრე ოსტროვსკის კომედიაში "ბალზამინოვის ქორწინება", სადაც შეასრულა ხიმკას როლი. 1905 წელს დაბრუნდა ბაქოში და მუშაობა დაიწყო ბაქოს ქართულ დრამატულ წრეში მსახიობად, შემდეგ კი რეჟისორად. 1910 წელს ჩამოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო ზუბალაშვილების სახალხო სახლთან არსებულ დრამწრეში მსახიობად. 1911 წელს მიწვეულ იქნა მსახიობად და რეჟისორად ქუთაისის თეატრში. 1915 წელს კვლავ მოსკოვში გაემგზავრა და რამდენიმე წელი მუშაობდა მსახიობად. 1920–1921წწ. სეზონში ნინო გამრეკელი იყო თბილისის დრამატული თეატრის მსახიობი. 1924 წელს მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად ბათუმში, ქუთაისში, ჭიათურაში. უმთავრესად დრამატული ხასიათის მსახიობი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული პატარა კახის როლი აკაკი წერეთლის ისტორიულ დრამაში "პატარა კახი". მისი დადგმებიდან აღსანიშნავია ნინო ნაკაშიძის "კოტეს დანაშაული", ბორის ლავრენიოვის "რღვვევა", "სტუმარ-მასპინძელი" (ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვა. პირველი ქართველი რეჟისორი ქალი.

წყარო: წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1992.-გვ.16-17; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.542


Share: