The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მაჭავარიანი

გიორგი მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 1993  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა საქართველოში მეცნიერული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ ალექსანდრე მაჭავარიანისა და პირველი ქართველი აგრონომი ქალის, ეკატერინე ჯანდიერის ოჯახში. 1958 წელს მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და მიენიჭა დოცენტის წოდება. მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. სამეცნიერო მოღვაწეობას უთავსებდა კლინიკურ და პედაგოგიურ მუშაობას. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1958), დოცენტი (1976).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.257; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.271; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge


გააზიარე: