Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოკი დადიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წყემი (მაშინდელი სენაკის მაზრა), ახლანდელი აბაშის რაიონი. ოჯახში მის აღზრდა–განათლებას ხელმძღვანელობდა პოლონელი ემიგრანტი დომბროვსკი. შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 20 წლის კოკი დადიანი სენაკის მაზრის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს, იგი ამ თანამდებობაზე ექვსჯერ იყო არჩეული. 1904 წელს "პეტერბურგსკიე ვედომოსტის" იანვარ–თებერვლის ნომერში დაიბეჭდა კოკი დადიანის პოლემიკური წერილი ვოსტორგოვის წინააღმდეგ. დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი კავკასიის მთავარმართებლის დავალებას ასრულებდა, ცდილობდა მეგრული ანბანის შემოღებას და ავტონომიის ჩამოყალიბებას. თავადაზნაურთა ახალგაზრდა წინამძღოლმა დამაჯერებელი არგუმენტებით, მოსახლეობის სახელით, თანამოაზრეებთან ერთად სასტიკად გაილაშქრა ვოსტორგოვის წინააღმდეგ და ცარიზმის ეს მზაკვრული გეგმა ჩაიშალა. 1917 წლამდე კოკი დადიანი იყო ფედერალისტების პარტიის წევრი, შემდეგ გაერთიანდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. მას უშუალო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მოქმედ "საქართველოს გამათავისუფლებელ კომიტეტთან". 1917 წელს გერმანული წყალქვეშა ნავით შემოტანილი იარაღი მის მამულში ინახებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში კოკი დადიანი მსახურობდა დავით მიქელაძის ასეულში და მონაწილეობდა იმ პერიოდის ყველა ანტიეროვნული ამბოხების ჩაქრობაში. ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ კოკი დადიანმა მეუღლესთან, უფროს ვაჟთან და უმცროს შვილებთან ერთად, 1921 წლის 18 მარტს დატოვა საქართველო და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა პარიზში. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ ემიგრანტულ ცხოვრებაში, იყო პატრიოტული ორგანიზაციების - "თეთრი გიორგისა" და "ქართლოსოს" წევრი. მისი ლექსები, მოგონებები და წერილები იბეჭდებოდა ემიგრანტულ პრესაში. ბაბო და მიხეილ (ბუჭუ) დადიანების მამა. წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია/ შარაძე გურამ, ტ. 8. –თბ., 2005. -გვ. 67–92; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.111
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |