Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა მაჭავარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1970 წელს. 1974-1979 წწ. იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, 1974-2009წწ. თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე ჟანა დარკის როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს ჯილდო და პრემია. ასევე სიგელი და პრემია სპექტაკლში "სადა ხარ სოფიკო" - სოფიკოს როლის შესრულებისათვის. ნათელა მაჭავარიანი 2006 წლიდან სალომე ზურაბიშვილის პარტია "საქართველოს გზის" პოლიტ-საბჭოს წევრი იყო. 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის "ალიანსი საქართველოსთვის" საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2010 წლის მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრი გახდა. 2019 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. მიღებული აქვს. მსახიობ გეგა კობახიძის დედა. საზოგადო მოღვაწე. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 610 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |