The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფარსმან I (მეფე)

Date of birth:00??
Date of death:00??
Category:Royalty

Biography

ქართლის (იბერიის) მეფე I საუკუნის 40-60-იან წლებში. თავისი ძმის, მითრიდატეს გამეფების მიზნით, რომაელთა მხარდაჭერით სომხეთში ილაშქრა, ხელთ იგდო სომხეთის დედაქალაქი არტაქსატა, დაამარცხა სომხეთში შემოჭრილი პართელთა უფლისწული ოროდე და მითრიდატე გაამეფა. გაიუს კალიგულას მმართველობის დროს რომაელებმა მითრიდატეს სომხეთის სამეფო ტახტი ჩამოართვეს; იმპერატორმა კლავდიუსმა 47 წელს სომხეთი კვლავ დაუბრუნა მითრიდატეს. სომხეთში მის ხელმეორედ გამეფებაში რომაელებთან ერთად იბერთა ჯარებიც იღებდნენ მონაწილეობას. 51 წელს რომაელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ, ფარსმან I-მა სომხეთის სამეფოს ხელში ჩაგდების მიზნით ალყა შემოარტყა გარნისის ციხეში შემწყვდეულ მითრიდატეს და რომაელთა გარნიზონს და ხელთ იგდო გარნისი. ფარსმან I-მა მითრიდატე თავის ძეს რადამისტს მოაკვლევინა, მაგრამ პართელთა შემოჭრის გამო რადამისტმა სომხეთში ფეხი ვერ მოიკიდა. ფარსმან I-მა სომხეთის დასაპყრობად კვლავ გაგზავნა რადამისტი. დროებითი წარმატების შემდეგ რადამისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სომხეთი. საბოლოოდ ფარსმან პირველი შეურიგდა პართელთა გაბატონებას სომხეთში. სომხეთის დაკარგვის შემდეგ ანტირომაული მოღვაწეობის საბაბით ფარსმანმა მოაკვლევინა რადამისტი, რომელიც მას იბერიის სამეფო ტახტს ეცილებოდა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.233


Share: