The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარბარე ბებუთაშვილი-გაბუნია

Legal name:ბარბარე ბებუთაშვილი
Other name:ვარვარა ბებუთოვა-გაბუნია
Date of birth:22 July, 1891
Date of death:1971  (at 79 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პეტროგრადი, რუსეთი.

ზოგადი განათლება საფრანგეთში, პარიზში მიიღო. დაამთავრა პეტროგრადის "ხელოვნებათა წამახალისებელი სკოლა" (школа поощрения художеств) 1912 წელს; 1914-1919 წწ. სწავლობდა პარიზში, ჟულიენის აკადემიაში.

1913 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში, მათ შორის - ლენინგრადში ახალგაზრდა მხატვრების ასოციაციისა და დობიჩინის მიერ გამართულ გამოფენებში. 1920 წელს გამოფინა სურათები (უმთავრესად პასტელით შესრულებული) "მცირე წრეში" ("Малый круг"). ქართველ მხატვართა საზოგადოების დაარსებიდან იყო მისი წევრი. მისი ნახატებიდან აღსანიშნავია: პეტრე მელიქიშვილის პორტრეტი (პასტელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); პეიზაჟები - "ძველი ტფილისი", "მომავალი ტფილისი" (მაშინდელი თბილისის მუნიციპალური მუზეუმი); პორტრეტები - კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, მსახიობი ე. აბაშიძე (მაშინდელი თბილისის თეატრალური მუზეუმი), გალაკტიონ ტაბიძე, იოსებ იმედშვილი, "მეუღლის პორტრეტი", "მამის პორტრეტი", "მზარეული ქალი", "სახლი გორში, სადაც დაიბადა სტალინი", დრამატული მსახიობის, ვადიმოვის პორტრეტი (პასტელი, დრამატურგ ბელიაევის "Путанница"-ს გმირის როლში; მოსკოვის თეატრალური მუზეუმი) და სხვ. მისი ფერწერული ნახატები შეძენილი აქვთ სსრკ ხალხთა მუზეუმს, თბილისის მუზეუმებსა და საქართველოს სახელმწიფო გალერეას. ფერმწერი, პასტელისტი. (სხვა ცნობით დაიბადა 1894 წლის 18 ივლისს). ბარბარე ბებუთაშვილი-გაბუნიას ფოტოკოლექცია საქართველოს ეროვნულ არქივში 1960-იანი წლებიდან ინახება. მწერალ და ქველმოქმედ დავით იოსების ძე ბებუთაშვილის შვილი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.344


Share: