შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბებუთაშვილი![]()
ბიოგრაფიაერეკლე II-ის კარზე ცნობილი მოღვაწის - ბებუთაშვილის შთამომავალი, ევროპული განათლებით, პეტროგრადის პირველი დემოკრატიული კლუბის დამაარსებელი, სახალხო უნივერსიტეტის მონაწილე. ბერლინში, განმათავისუფლებელი მოძრაობისა და სოციოლოგიის შესახებ ნაშრომებით სახელგანთქმული ბიბლიოთეკა-მუზეუმი შექმნა, რომელიც ქართველ ერს შესწირა. იგი ისააკ ბებელს და სხვა ცნობილი სოციალისტებს, პოლიტიკურ დევნილ-კატორღელებს და სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დროს - სოციალ-დემოკრატებს მატერიალურად ეხმარებოდა. რომანოვების სახლის არსებობის 300 წლის იუბილეს გამო, სახელმწიფო სათათბიროს წევრ ობნინსკთან ერთად შეადგინა და ლაიპციგში არალეგალურად გამოსცა ცნობილი წიგნი "უკანასკნელი თვითმპყრობელი". დავით ბებუთაშვილის შვილია მხატვარი ბარბარე ბებუთაშვილი-გაბუნია. ქველმოქმედი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.345 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |