The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო კლიმიაშვილი

ვანო კლიმიაშვილი
Legal name:ივანე კლიმიაშვილი
Date of birth:1905
Date of death:1966  (at 61 years)
Category:Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1923 წელს ბოლშევიკურმა რეჟიმმა "სამხედრო ცენტრის" საქმეზე დახვრიტა მისი უფროსი ძმა, არმიის ოფიცერი - ლევან (ლელო) კლიმიაშვილი. ივანე კლიმიაშვილი 1930 წლის 24 იანვარს დააპატიმრა საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ "ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის" წევრობის ბრალდებით. ის 3 წლით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში. სასჯელს იხდიდა ციმბირში. 1933 წელს გაუხანგრძლივეს გადასახლების ვადა. გაათავისუფლეს 1936 წელს. 1937-1939 წლებში კვლავ ცხოვრობდა ციმბირში ნახევრად ლეგალურ პირობებში. 1939 წელს დაბრუნდა საქართველოში. ცხოვრობდა მშობლიურ სოფელ რუისში. რეპრესირებული. ლევან (ლელო) კლიმიაშვილის ძმა.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge


Share: