The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტასო როსტომაშვილი-ახმეტელი

ტასო როსტომაშვილი-ახმეტელი
ოფიციალური სახელი:ანასტასია როსტომაშვილი
დაბადების თარიღი:1887  (138 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი.

ბოდბის მონასტერთან არსებულ სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. თელავში, თავის დასთან ბარბარე როსტომაშვილთან ერთად, რომელიც იყო მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობი და დამთავრებული ჰქონდა სტანისლავსკის სტუდია, დაარსა სცენისმოყვარულთა წრე. სანდრო ახმეტელმა (რომელიც შემდეგ ანასტასია როსტომაშვილის მეუღლე გახდა) დადგა აკაკი წერეთლის "პატარა კახი", ანასტასიამ შეასრულა ტურფას როლი, ბარბარემ კი ლევან ხიმშიაშვილი ითამაშა. მოგვიანებით ანასტასია ახმეტელი-როსტომაშვილი მუშაობდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში. მას და სანდრო ახმეტელს ჰყავდათ ორი ვაჟი - შალვა ახმეტელი იყო გზებისა და ხიდების ინჟინერ-მშენებელი (დაიბადა 1907 წელს, გამოჩენილი კომპოზიტორის გიორგი ჩუბინაშვილის სიძე და ცნობილი მუსიკათმცოდნისა და კრიტიკოსის მანანა ახმეტელის მამა), მეორე ვაჟი - ჯიმშერ ახმეტელი იყო არქიტექტორი და ლინგვისტი (დაიბადა 1917 წელს) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ივანე როსტომაშვილის ქალიშვილი, სანდრო ახმეტელის პირველი მეუღლე.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.163


გააზიარე: