შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან მელუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. საშუალო სასწავლებელს ამთავრებდა, როცა ეზიარა სოციალისტურ იდეებს, გახდა ახალგაზრდა სოციალისტი; ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე პასუხსაგებ პარტიულ დავალებებს ასრულებდა; სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როცა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა; ჯერ თურქეთში გადავიდა არალეგალურად, 1924 წლის დეკემბერში კი მარსელში ჩავიდა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მარსელიდან ტულუზაში გადაინაცვლა, შემდეგ სოშოში და ბოლოს პარიზში; ის ვერ შეეგუა საქართველოს ოკუპაციას; მთელი ცხოვრება შეძლებისდაგვარად იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ; თავის შესაძლებლობას უშურვებლად ახმარდა ქართული ემიგრაციის ეროვნულ–პოლიტიკურ თუ კულტურულ საქმიანობას; წლების განმავლობაში იყო ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოების გამგეობისა და პარიზში გამომავალ ჟურნალ "სოციალისტური აზრის" (1934–1939) სარედაქციო კოლეგიის წევრი; ემიგრაცია მას უმადლის, შალვა სკამკოჩაიშვილთან ერთად, "ქართული ლექსიკონის" გამოცემას (პარიზი,1948); 1960 წლის მაისში, მიუნხენში, რუბენ ყიფიანთან ერთად გამოუცია კრებული "სოციალისტური აზრი" (დაიბეჭდა არჩილ მეტრეველის ქართულ სტამბაში). მირიან მელუას (1942-2021) მამა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |