შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაბო დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი. დაამთავრა წმინდა ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი 1920 წელს. 1921 წელს ცოლად გაჰყვა ჭიათურის მარგანეცის საბადოების თანამფლობელს, ალესანდრე (ალიოშა) მასხარაშვილს; 1932 წელს შვილებთან ერთად გადაასახლეს სარატოვში; 1937 წელს დააპატიმრეს, ხოლო 1938 წელს დახვრიტეს ბაბოს მეუღლე, ალექსანდრე მასხარაშვილი; 1951-1954წწ. შვილებთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში, ყაზახეთში; 1955 წელს მუშობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში. ნიკოლოზ (კოკი) დადიანის შვილი, მიხეილ (ბუჭუ) დადიანის და. წყარო: რეპრესირებულთა ჩანაწერები/შემდგენელი-რედაქტორი ქეთევან ტომარაძე. -თბ.,2020.-გვ.18; მოგონებათა დღიური / ბაბო დადიანი.-თბ.,2008.-113გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |