The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ცინცაძე-ყარალაშვილი

ნინო ცინცაძე-ყარალაშვილი
Legal name:ნინო ცინცაძე
Date of birth:1895
Date of death:1937  (at 42 years)
Category:Biologist

Biography

მუშაობდა მინისტრთა საბჭოში სტენოგრაფისტად, ბევრ ინფორმაციას ფლობდა კომუნისტი ჩინოსნების შესახებ. შემდეგ მისი კარიერა ბაქტერიოფაგში გაგრძელდა, თუმცა იქვე დამთავრდა კიდეც, ბაქტერიოფაგში ნინო ცინცაძე გიორგი ელიავას მდივანი იყო. მას  ბრალი დასდეს შპიონაჟში და დივერსიის მოწყობის მცდელობაში, ვითომ ბაქტერიოფაგში მზადდებოდა პრეპარატები მოსახლეობის გასაწყვეტად. ნინო ცინცაძის დახვრეტის რეალური მიზეზი სასულიერო პირის შვილობა იყო,  გიორგი ელიავას თანამშრომლობა თუ სხვა რამ დაზუსტებით არავინ იცის. დააპატიმრეს 1937 წლის 10 აგვისტოს,  წაიყვანეს შინსახკომის მესამე განყოფილების კომენდატურაში. ნინო ცინცაძის ყოფნა-არყოფნის საკითხი ადრევე დააყენეს ჩეკისტებმა. ანტისაბჭოთა განწყობის გრძელ სიაში 32-ე ადგილი სწორედ ნინოს ეკუთვნის, თითქოს იგი გადაბირებული იყო საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. მისმა ოჯახმა 1958 წლის 13 მაისს რეაბილიტაციის ცნობა მიიღო. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის შვილი. რეპრესირებული.

წყარო: სააგენტო "პრაიმტაიმი" პორტალი: primetime.gefacebook.com


Share: