შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიზიკო მარგველაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1922 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში გერმანიაში; გაიზარდა ბერლინში, სადაც დაამთავრა სკოლა; არ მოიპოვება ინფორმაცია მისი უმაღლესი განათლების და სამუშაო ადგილების შესახებ; მისი ბიოგრაფიის შესახებ ცოტაა ცნობილი და გარკვეული ფაქტების რეკონსტრუქცია ოჯახში შემორჩენილი რამდენიმე წერილიდან არის შესაძლებელი; 1944 წლამდე იგი ბერლინში ცხოვრობდა; გარკვეული ხანი მუშაობდა ერთ-ერთ სამინისტროში მბეჭდავად; 1944 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქართველების ჯგუფი (ძირითადად ქართულ ლეგიონში მებრძოლი პირების ოჯახის წევრები: ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები) გაიგზავნა იტალიაში უსაფრთხოების მიზნით; ამ ჯგუფის იტალიაში გაცილება ელიზაბეტ მარგველაშვილს ეკისრა; იტალიაში გუვერნანტად მუშაობდა ოჯახში; ასევე ბაშვებს ფლეიტაზე დაკვრას ასწავლიდა; მუშაობდა სტატისტად მხატვრულ ფილმებში, მაგ. ფილმში Caliostro. მისი შეფასებით, ეს საქმიანობა დამღლელი, მაგრამ თან სახალისო იყო; ფილმების რეჟისორი, ოლე რატოვი მას ამერიკაში გამგზავრებას სთავაზობდა, რაზეც უარი განაცხადა; იტალიურიც კარგად ისწავლა და თარჯიმნად მუშაობდა გამგზავრების სურვილის მქონე ქართველებისა და რუსებისათვი; შემდეგ გადაწყვიტა არგენტინაში გამგზავრება, რადგან იქ მისი სკოლის მეგობარი ცხოვრობდა; იქორწინა არგენტინელზე; ენების ცოდნის წყალობით თავდაპირველად მუშაობდა ფაბრიკებში, შემდეგ სხვადასხვა უცხოენოვან წიგნის მაღაზიებში და ბოლოს თვითონ გახსნა პატარა წიგნის მაღაზია; 1990-იანი წლების ბოლოს ის ორჯერ იყო ჩასული ბერლინში, სადაც თავისი ძმა, ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი გივი მარგველაშვილი მოინახულა; ტიტე მარგველაშვილისა და მარუსა (მარიამ) ხეჩინაშვილის შვილი. საქართველოში ნამყოფი არ იყო, ქართველი ემიგრანტი. წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |