ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
მარუსა ხეჩინაშვილი
ოფიციალური სახელი: | მარიამ ხეჩინაშვილი |
დაბადების თარიღი: | 15 აგვისტო, 1896 |
გარდაცვ. თარიღი: | 22 ივნისი, 1933 (36 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ჰუმანიტარი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ხეჩინაშვილები წარმოშობით მესხეთიდან (უდე) იყვნენ; ოდესღაც ქუთაისში გადასახლდნენ. მამამისი სიმონ ხეჩინაშვილი ცნობილი ქუთაისელი ექიმი, საზოგადო მოღვაწე და ქალაქის ხმოსანი იყო, დედა - ელისაბედ ქუთათელაძე. ოჯახმა მარიამ ხეჩინაშვილის კარგი განათლება მისცა, რაც იმ დროს ჩვეულებრივი მოვლენა არ ყოფილა. მას ჰქონდა მუსიკალური და სამედიცინო განათლება და ფლობდა ენებს; მარუსამ (როგორც შინაურობაში ეძახდნენ) ერთ-ერთ ზაფხულს, ბორჯომში, საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, გერმანიიდან ახლად დაბრუნებული ტიტე მარგველაშვილი გაიცნო და მალე ოჯახიც შექმნეს; ტიტე მარგველაშვილი 1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის გამო, პოლიტიკურ ემიგრაციაში წავიდა. მეუღლე და ქალიშვილი, ელიზაბეტ მარგველაშვილი, ერთი წლის შემდეგ ჩავიდნენ მასთან - ბერლინში. ისინი გერმანიაში ტიტე მარგველაშვილის ძმამ, ვასიკო მარგველაშვილმა ჩაიყვანა; როგორც ემიგრანტების უმრავლესობა, მარიამსა და ტიტესაც უჭირდათ ბერლინში და არსებობისთვის მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევდათ; 1925 წელს ბერლინში სამკურნალოდ ჩავიდა მარუსას მამა - სიმონი და მიუხედავად თირკმელების წარმატებული ოპერაციისა რამდენიმე დღეში იქ გარდაიცვალა. ამ ამბავმა მარიამზე ძალიან იმოქმედა; 1927 წლის 14 დეკემბერს შეეძინათ მეორე შვილი - გივი მარგველაშვილი; მარიამ ხეჩინაშვილს ემიგრაციაში დეპრესია დაეწყო და 1933 წლის 22 ივნისს, 36 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცნობილი ქუთაისელი ექიმის საზოგადო მოღვაწის, სიმონ ხეჩინაშვილის შვილი და ცნობილი ფილოლოგისა და მწერლის, გივი მარგველაშვილის და ლიზიკო მარგველაშვილის დედა.
წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge
|