შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მოსე აზიკური![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ბაქოს საინჟინრო სასწავლებელი. 1928-1934 წლებში მოსე აზიკურის მიერ დაიგეგმა ბარიდან თუშეთისკენ მიმავალი გზა (მანამდე შორი, საცალფეხო, მეტად რთული გზით გადაადგილდებოდნენ) და მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა იმ გზის პირველად გაჭრა-გაკვალვა, რომელიც თუშეთისაკენ ერთადერთ საავტომობილო გზას წარმოადგენს. ასევე, მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ომალოს სკოლა-ინტერნატი. მოსეს სურდა აგრეთვე თუშეთში წყლის პრობლემის შესწავლა-მოგვარება, დაწყებულიც ჰქონია ეს საქმე, მაგრამ აღარ დასცალდა. დაახლოებით 50 წლის ასაკში, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. XX საუკუნის 30-იან წლებში შინსახკომში დაკითხვებზე ხშირად იბარებდნენ. მას ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, რის შედეგადაც დაავადდა და სავარაუდოდ 1940 წელს გარდაიცვალა. "…მე არ მქონია შემთხვევა პირადად ცალკე, თავისუფლად – მთელი ამ "ბარგის" გარეშე – მივსულიყავი "ჩინოვნიკურად" სამუშაო უბანზე. საქმე თხოულობდა მთელ ამ შავ ფიზიკურ შრომაშიაც მიმეღო მონაწილეობა, ამეკიდნა და ჩამომეღო როცა საჭირო იყო ცხენების საპალნე. ხშირად ივლისის დღეებში გვეძებნოს "გამყოლებს" ახალი ზაფხულის თოვლით დაფარული ბილიკები! უნდა გამოვტყდე, სტიქიის მძიმე პირობებს წუთით დაუძლევია ჩემთვის. მიწყევლია ჩემს სავალალოდ, ჩემს მიერვე დაწყებული საქმე, მაგრამ დაბურვილი, მრისხანე, ნამდვილი ზამთრის სურათის, ისევ (მოკლე ხანში) ზაფხულის ბრწყინვალე, ცხოველი მზის სხივებით შეცვლილი ლამაზი მთის ბუნება, წუთში მავიწყებდა მთელს განვლილ ტანჯვა-წამებას და შეგნებაში კვლავ ენთებოდა მხოლოდ დიადი ისტორიული საქმისადმი ენთუზიაზმის უფრო მძაფრი კოცონი… აუტანელ საყოფაცხოვრებო პირობებში გაიარა ჩვენთვის ამ ორმა სეზონმა… თვით მე, პირადად თვეობით ვატარებდი დღე-ღამეს ნაბდის ქვეშ. ეს იყო მთელი ჩემი სახლ-კარი თოვლში, წვიმაში, დარში…ამრიგად, დასრულდა ის საქმე, რომელსაც ასეთი ენთუზიაზმით, გულით ვემსახურე ექვსი წელიწადი და რომელიც მე "პატარა სპეციალისტმა" დავისახე ჩემი ზნეობრივი მოვალეობის პრინციპად იმ ხალხის წინაშე, რომლის ძუძუც მე მიწოვია… მე ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შრომა პატარა მალამოდ დაედება თუშეთის გლეხობის ტანჯვას. შესრულებული საქმე, განვლილი უდიდესი გარდატეხების შემდეგ, გახდება სტიმულად მისი აღორძინების, კვლავ გამხნევების, შრომის და ხალხის, პირველყოვლისა მისი საყვარელი ხელობის - მეცხვარეობის დარგში თავისი და ქვეყნის საკეთილდღეოდ." მოსე აზიკურს გამოქვეყნებული აქვს სტატია "მთათუშეთი და მისი გზა" (გაზეთი "კომუნისტი", 1936 წელი, დეკემბერი, გვ.6). მღვდელ პავლე აზიკურის შვილი. წყარო: ალვანელები: tirine.wordpress.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |